მათემატიკის საგნობრივი წრე


მათემატიკის წრე მე - 2 კლასში (პედაგოგი - თამარი გილაური)

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე, სახელწოდებით , „უკეთ ვისწავლოთ მათემატიკა“
წრეში გაერთიანებულია მე-2  კლასის 14 მოსწავლე:
1)      ელენე ლომიძე
2)      გიორგი ჯუგაშვილი
3)      ლიზა ჯაფარიძე
4)      მარიამ მეშველიანი
5)      ანასტასია ონიანი
6)      ლიზი ლეფსაია
7)      ლუკა გაბელაია
8)      გიორგი მერაბიშვილი
9)      ნია ჭაჭიაშვილი
10)   ანდრია ჩივიაშვილი
11)   ლუკა წიფურია
12)   მიხეილ ელიზბარაშვილი
13)   რიჩარდ ბარბაქაძე
14)            ვაჩე გუნაშვილი


წრე ტარდება ყოველ პარასკევს, 1300სთ-ზე.

    
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი.  ვისაც სურვილი აქვს უკეთ განივითაროს მათემატიკური კრიტიკული აზროვნება და შეეჭიდოს ლოგიკურ ამოცანებს, შეუძლია შემოუერთდეს წრეს.

საწრეო მუშაობის მიზანი:
Ø  დავამსხვრიო სტერეოტიპი - მათემატიკის შესწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება;
Ø  სახალისო დამხმარე აქტივობების გამოყენებით ვასწავლო, როგორ ამოხსნან მარტივად ამოცანები და შეასრულონ მოქმედებები მრავალნიშნა რიცხვებზე;
Ø  შევასწავლო გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია და მონაცემთა ანალიზი.

მათემატიკური, მრავალფეროვანი აქტივობებით შევეცდები, მოსწავლეებს ავუმაღლო მათემატიკის შესწავლის მოტივაცია და სასწავლო პროცესი სახალისოდ წარვმართო. ეს მეცადინეობები მათ დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოსწავლეებს შევთავაზებ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ლოგიკურ აზროვნებას საჭიროებს. ასევე ვამუშავებ მათემატიკური გამოსახულებების შედგენაზე.




წრის სამუშაო პროგრამა და განრიგი:
2019-2020 სასწავლო წელი
I სემესტრი


თემა
აქტივობა
საათების რაოდენობა
თარიღი
1
რიცხვების შეკრება და გამოკლება
გამოტოვებული რიცხვების ამოცნობა
1სთ
11/10/2019
2
წინა და მომდევნო რიცხვები
რიცხვების ჩაწერა, წინა და მომდევნო რიცხვების გამოცნობა, კითხვების დასმა.
1სთ
18/10/2019
3
მიმდევრობების შედარება
დამოუკიდებლად მაგალითების შედგენა. ჯგუფური სამუშაო „ვინ მეტ მაგალითს შეადგენს 5 წუთში“
1სთ
25/10/2019
4
ამოვხსნათ ამოცანები
ამოცანის წაკითხვა, მთავარი აზრის გამოტანა, პირობისა და შეკითხვის გაანალიზება. ამოცანების ამოხსნა
1სთ
01/11/2019
5
გეომეტრიული ფიგურები
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, დახაზვა. დახასიათება. ჯგუფური სამუშაო „მსგავსი გეომეტრიული ფიგურის მოდელის შექმნა“ პრეზენტაცია
1სთ
08/11/2019
6
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებზე მაგალითების შედგენა. საგანმანათლებლო თამაში „გაიარე თაღქვეშ“
1სთ
15/11/2019
7
რიცხვების გაორმაგება და განახევრება
პრაქტიკული სამუშაო რიცხვების გაორმაგებაზე
1სთ
22/11/2019
8
საკლები, მაკლები, სხვაობა. გამოკლების შემოწმება.
მსჯელობა, დასაბუთება. მაგალითების ამოხსნა.
1სთ
29/11/2019
9
გეომეტრიული ფიგურების კუთხე. სივრცითი გეომეტრიული ფიგურები
კუთხეების სახელწოდებების განსაზღვრა. პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.
1სთ
06/12/2019
10
ორნიშნა რიცხვების შეკრება და გამოკლება
საუბარი ორნიშნა რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაზე. ტესტების შესრულება
1სთ
13/12/2019
11
პიქტოგრამა და სვეტოვანი დიაგრამა
ამოცანების მიხედვით პიქტოგრამისა და სვეტოვანი დიაგრამის შედგენა
1სთ
20/12/2019
12
შემაჯამებელი გაკვეთილი
მოსწავლეები იყენებენ აღნიშნული დროის განმავლობაში შეძენილ ცოდნას. რიცხვების ჩაწერას, წაკითხვას, გაორმაგებას, მათ კავშირს პრაქტიკულ ამოცანებთან. ტესტებზე მუშაობა.
1სთ
27/12/2019


მეცადინეობების დაწყებამდე წევრებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე წრის ჩატარების განრიგი. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.

2019 წლის 11 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის პირველი შეკრება. წრის მუშაობის მიზანი იყო გამოტოვებული რიცხვების ამოცნობა, რიცხვების შეკრება-გამოკლება.

18 ოქტომბერს მორიგი მეცადინეობა ჩატარდა. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეცნოთ წინა და მომდევნო რიცხვები. წრის მუშობამ მიზანს მიაღწია.

25 ოქტომბერს შედგა წრის მორიგი მეცადინეობა. მოსწავლეებს ჰქონდათ მიცემული ჯგუფური დავალება „ვინ მეტ მაგალითს შეადგენს 5 წუთში“. მოსწავლეები დამოუკიდებლად მიეჩვივნენ მაგალითების შედგენას და გაიღრმავეს ცოდნა. ჯგუფურმა მუშაობამ ხელი შეუწყო მასალის განმტკიცებას.

1 ნოემბერს ჩატრადა შემდეგი გაკვეთილი. წრის წევრება ივარჯიშეს ამოცანების პირობების შედგენასა და მათ ამოხსნაზე.

8 ნოემბერს შედგა წრის წევრების მორიგი მეცადინეობა. მოსწავლეებს ევალებოდათ გეომეტრიული ფიგურები ამოცნობა, დახაზვა და დახასიათება. მათ მიეცათ საშუალება, გამოემჟღავნებინათ საკუთარი ცოდნა ნასწავლი მასალის შესახებ.

15 ნოემბერს მოსწავლეებმა იმუშავეს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებზე მაგალითების შედგენაზე. გაკვეთილი დასრულდა საგანმანათლებლო თამაშით „გაიარე თაღქვეშ“.

22 ნოემბრის მეცადინეობა დაეთმო რიცხვების გაორმაგება/განახევრებას. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო რიცხვების გაორმაგებაზე.

29 ნოემბერს შედგა რიგით მერვე მეცადინეობა, რომლის თემა იყო საკლები, მაკლები და სხვაობა. მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად და ხალისით შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშო.

6 დეკემბერს წრის წევრება გაიხსენეს და  გაიღრმავეს ცოდნა გეომეტრიული ფიგურების შესახებ, განიხილეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურები.

6 დეკემბერს წრის წევრება გაიხსენეს და  გაიღრმავეს ცოდნა გეომეტრიული ფიგურების შესახებ, განიხილეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურები.

6 დეკემბერს წრის წევრება გაიხსენეს და  გაიღრმავეს ცოდნა გეომეტრიული ფიგურების შესახებ, განიხილეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურები. წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

27 დეკემბერს შედგა წრის მუშაობის ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები, კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი, რომ თუკი კვლავ მოხერხდება წრის ფუნქციონირება მეორე სემესტრში, დიდი სიამოვნებით გააგრძელებენ მეცადინეობას.



დასწრების აღრიცხვა
თარიღი: 11 ოქტომბერი

N
სახელი
გვარი
ორგანიზაცია
ხელმოწერა
1
ელენე
ლომიძე
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

2
გიორგი
ჯუგაშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

3
ლიზა
ჯაფარიძე
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

4
მარიამ
მეშველიანი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

5
ანასტასია
ონიანი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

6
ლიზი
ლეფსაია
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

7
ლუკა
გაბელია
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

8
გიორგი
მერაბიშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

9
ნია
ჭაჭიაშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

10
ანდრია
ჩივიაშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

11
ლუკა
წიფურია
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

12
მიხეილ
ელიზბარაშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

13
რიჩარდ
ბარბაქაძე
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

14
ვაჩე
გუნაშვილი
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა




მოსწავლის გამოკითხვის ანკეტა

1.       მოსწავლე;
2.       მათემატიკის წრის შესახებ ინფორმაცია მოგეწოდათ დროულად?

3.       წრის სამოქმედო გეგმა შედგენილი იყო თუ არა თქვენი საჭიროებებიდნ გამომდინარე და მორგებული იყო თუ არა თქვენს ინტერესზე?


4.       წრის მეცადინეობაზე განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?

5.       წრეზე განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენთვის?


6.       იყო თუ არა მეცადინეობებზე შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო?


მშობლის გამოკითხვის ანკეტა

1.       მშობელი:
მოსწავლე:
კლასი:
2.       მათემატიკის წრის შესახებ ინფორმაცია მოგეწოდათ დროულად?

3.       წრის სამოქმედო გეგმა მორგებული იყო თუ არა თქვენი შვილის ინტერესებზე?


4.       წრის მეცადინეობაზე განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვენს შვილს?


5.       განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი მოსწავლეთათვის?

6.       იყო თუ არა მეცადინეობებზე შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო?


საწრეო მუშაობის რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წრის I სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე II  კლასის მოსწავლეებისთვის. ტარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, 1300  საათზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეს განივითაროს მათემატიკური კრიტიკული აზროვნება და შეეჭიდოს ლოგიკურ ამოცანებს,
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაში.
საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე, ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა, მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტივობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ. ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
·         გზადაზგა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს;
·         მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას;
·         მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე. მათ გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე. იყო ხარვეზებიც. საბოლოოდ, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.

ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე. წრის მუშაობა გაგრძელდება სემესტრის ბოლომდე. თუ მოსწავლეების სურვილი იქნება, სასწავლო წლის ბოლომდე ვიმუშავებ მათთან.

მიზანი: 
წრის მუშაობის მიზანია მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, მოსწავლეებში ცოდნის გაფართოება და განმტკიცება. მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით მოსწავლეებს ავუმაღლებ მათემატიკის შესწავლის განწყობასა და მოტივაციას.ისინი შეძლებენ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მოსწავლეები გაიგებენ, რომ მათემატიკა მარტო რიცხვა სიმფონია და გონებრივი ვარჯიში არ არის, ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. შევთავაზებ ისეთ ამოცანებს, რომლის გადაწყვეტა აზროვნებას საჭიროებს.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ტესტური და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას, რომელიც ემსახურება მოსწავლის მათემატიკური ცოდნის განმტკიცებას და ლოგიკური უნარ-ჩვევების განვითარებას.




იხილეთ მათემატიკის საგნობრივი წრის დოკუმენტაცია




No comments:

Post a Comment